Tea Stefanya
Saturday, March 19, 2016
Tuesday, March 15, 2016
ეს ტრენინგი ძალიან დამეხმარება პროექტის სწორ წარმართვაში, რადგან ის შეხედულებები რაც პროექტის შესახებ გამაჩნდა, რადიკალურად შეიცვალა. დანიშნულება და მიმდევრობა უფრო გასაგები გახდა ჩემთვის. გავეცანი რუბრიკას რისი გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია. საინტერესო იყო მიმართულების მიმცემ კითხვებზე მუშაობა, ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი რჩევები, ვიმსჯელეთ შეფასების სტრატეგიებზე და ინსტრუმენტებზე. ბევრი რამ თანდათან გასაგები ხდება. შეფასების მრავალფეროვნება მეტად მნიშვნელოვანია პროექტის სწორად წარმართვაში.
გავეცანი პროექტის გზამკვლევს და პროექტის მიმდევრობის სპეციფიკას. ვეთანხმები რომ პროექტი დიდმნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში, რადგან ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას, აამარლებს მათ მოტივაციას და განუვითარებთ 21-ე საუკუნის უნარებს. გავაკეთე პორტფოლიო, სადაც განვათავსებ ჩემს პირველ პროექტს. ავირჩიე თემა და ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით მიზნებიც დავისახეთ. პროცესი ძალზედ მრავლისმომცველი და საინტერესოა.
Subscribe to:
Posts (Atom)